ხონის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ნაწილში, საკრებულოს დადგენილებით ცვლილებები შევიდა და განისაზღვრა არასრულწლოვნების რამდენიმე კატეგორია, ვინც ყოველთვიურად მიიღებს სოციალურ დახმარებას:
დოკუმენტის თანახმად დახმარება გაიცემა: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (გარდა დიაბეტის, აუტიზმის სპექტრის მქონე და ეპილეფსიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვები) მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე; ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრა თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვზე 200 ლარის ოდენობით;
ასევე ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულ ბავშვზე და (პირველი ტიპის დიაბეტი-ინსულინზე დამოკიდებული) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.