განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით მასწავლებლებს /სკოლის ადმინისტრაციას კითხვით მიმართავს და აზრის გაზიარებს სთხოვს.
„2020 წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში დაინერგა ელექტრონული ჟურნალი, რომელიც ხელს უწყობს გამარტივებულ პროცესებს. ამ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი სწორედ თქვენ გიკავიათ. შესაბამისად, თქვენი უკუკავშირი ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აღნიშნულია emis-ის მიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მასწავლებლებიც გამოეხმაურნენ.
რა გამარტივდა მასწავლებლებისთვის? - მათი თქმით: გამარტივებულია, ნიშნების შეტანა/გამოთვლა, დასწრების მაჩვენებლის გამოთვლა, დირექციის მხრიდან ჟურნალების მონიტორინგი და მშობლებთან კომუნიკაცია;