მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის მიერ მთელი სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების ნახვა შეუძლიათ.
შეფასებების გარდა, ელექტრონული ჟურნალი საშუალებას იძლევა, დამრიგებელმა თითოეული მოსწავლის ყველა გაცდენა ნახოს.
მიმდინარე სემესტრის შეფასებების ნახვა შესაძლებელია მოდულიდან „მონაცემები“ – გვერდზე - „შეფასების დეტალური რეპორტი“.
მიმდინარე სემესტრის გაცდენების სანახავად კი ჯერ „მონაცემებში“ უნდა შეხვიდეთ, შემდეგ კი „გაცდენების დეტალურ რეპორტში“.
რეპორტის სანახავად საჭიროა, მონიშნოთ კლასი, სასწავლო წელი და სემესტრი, შემდეგ კი მოსწავლე და საგანი.
თუ შენიშნეთ, რომ ელექტრონულ ჟურნალში კლასი წითელ ჩარჩოშია მოქცეული, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მოსწავლეს 30 % -ზე მეტი გაცდენა უფიქსირდება.