რუსთავის N9 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის წევრ პედაგოგთა ორგანიზებით ჩატარდა სასკოლო „ექსპერიმენტორიუმი“.
VIII კლასის მოსწავლეებმა სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტები, ცდები და თვითნაკეთი მოდელების პრეზენტაცია მოაწყვეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის ფიზიკა, ქიმიასა და ბიოლოგიაში.
აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ყველას სურდა ექსპერიმენტების უშუალო მონაწილე ყოფილიყო.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისადმი ინტერესის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
იხილეთ ფოტოები