სკოლებს სულ უფრო მეტი მოსწავლე ტოვებს -  განახლებული სტატისტიკა
12-12-2022
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022-2023 სასწავლო წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვიაც, გასულ წელს სწავლა 8 ათასზე მეტმა მოსწავლემ შეწყვიტა. 

2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5
პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.4 პროცენტი - ბიჭი.

2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ჩამორჩება.

დიაგრამაზე, წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა რიცხოვნობა რომელთაც შეწყვიტეს სწავლა 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სქესის და კლასის მიხედვით.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203