ყარაჯალის საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული დასრულდა.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა განხორციელდა.
დედა ენის დღეები კონფერენციით გაიხსნა, რომელიც ქართულ დამწერლობას ეხებოდა. ჩატარდა პოეზიის საღამო ანსამბლ ,,ლალეს“ მონაწილეობით.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი ქართული ანბანის ზეიმი გამართეს. კვირეულის ფარგლებში მე-12 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
კვირეულის დასკვნითი ღონისძიება კი VIII- XI კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს. მათ სცენაზე ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების ეპიზოდები დადგეს. ღონისძიებაში მშობლებიც აქტიურად ჩაერთვნენ. თეატრალურ წარმოდგენას მიწვეული სტუმრები და ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და დირექცია ესწრებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულმა ხალისიანად ჩაიარა.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები