საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგთა რიცხოვნობის შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 296 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.4 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.6 პროცენტია.
სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს დასაქმებული მასწავლებლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა და მათმა რაოდენობამ 67 ათასზე მეტი შეადგენა. ბოლო 4 წელიწდში კი გამოდის, რომ დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა საჯარო და კერძო სკოლებში დაახლოებით 5 ათასით შემცირდა.