„მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“ - კურზუს საჯარო სკოლის ღონისძიება
17-04-2018
კურზუს საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“ გაიმართა. მოსწავლეებმა შეასრულეს საცეკვაო ნომრები და იმღერეს ქართული სიმღერები.
ღონისძიების ბოლოს ოვაციები არ წყდებოდა.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.