„პრაქტიკოსმა პედაგოგებმა უკვე დატოვეს სისტემა“ - ჩხენკელი
01-12-2022

განათლების მინისტრმა პარლამენტსი მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სისტემაში აღარ არიან ისეთი პედაგოგები რომლებმაც სტატუსის ამაღლება ვერ შეძლეს.

„მნიშვნელოვანია,რომ სისტემაში იყვნენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის შესაბამის ცოდნას გადასცემენ. ამ მიზნების მისაღწევად, რეფორმის ფარგლებში უკვე არაერთი თანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა – როგორც მოგეხსენებათ, იმ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება, უკვე დატოვეს სისტემა.

აღსანიშნავია, რომ  რომ სამინისტრომ წელს პირველად დაამტკიცა მასწავლებელთა შერჩევის ისეთი მექანიზმი, რომელშიც კომისიური წესით, გარდა სკოლის წარმომადგენლებისა, მონაწილეობენ საგნობრივი ექსპერტები და გარე ორგანიზაციები, რაც უზრუნველყოფს შერჩევის პროცედურის მეტ გამჭვირვალობას“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

იხილეთ: ბაღებისთვის საკანონმდებლო ბაზა შემუშავდება - მინისტრი

კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმა მასწავლებელთა პროფესიულ მხარდაჭერას მოიაზრებს - ჩხენკელი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203