სკოლებში უფასო კვების შეტანის ვადები კვლავ უცნობია
01-12-2022
სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში გამოსვლისას, დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სასკოლო კვების კონცეფციაზე, თუმცა როდის უნდა ველოდეთ კონკრეტულ დეტალებს, ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრს არც ამჯერად გაუვრცელებია.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით, მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით გეგმას შეიმუშავებს და პრემიერ მინისტრს წარუდგენს.
შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები და საერთაშორისო პრაქტიკა, მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობა, განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტებისა და სხვა პროფესიონალების ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით“.
როდიდანდაიწებასკოლებშიმოსწავლეთაუფასოდკვება - აღნიშნულმაკითხვამორიოდე კვირის წინ ინტერპელაციის წესით პარლამენტში განათლების მინისტრისმოსმენისას გაიჟღერა, თუმცა ჩხენკელის პასუხი კონკრეტული არც მაშინ ყოფილა - „სასკოლო კვების საკითხზე ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობთ unicef-თან ერთად. ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ამ მუშაობის შედეგები იქნება ხელშესახები და ამას თქვენ რა საკვირველია გაიგებთ".