მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 20%-ით იზრდება - მინისტრი
02-12-2022
მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების მასწავლებლებზე ისაუბრა და აღნისნა, რომ მათი საათობრივი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება.
„იმისათვის, რომ კოლეჯებმა სწრაფად და ეფექტიანად უპასუხონ რეფორმასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად მხარდაჭერილია კოლეჯების ინსტიტუციური განვითარება. მომზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, რომლის სისტემური დანერგვა დაიწყება 2023 წლიდან. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 20%-ით, ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი 10%-ით გაიზრდება, - აღნიშნა მინისტრმა.