მირაშხნის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ნამუშევრები გამოფინეს
17-04-2018
ტარიელ ქამაშიძის სახელობის მირაშხნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ხელოვნების შეყვარებას, ხელოვნებით დაინტერესებას და მოტივაციის ამაღლებას.

აქტივობაში მოსწავლეთა უმრავლესობა მონაწილეობდა. მოზარდებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს. 

ღონისძიების ბოლოს  I, II და III ადგილის მფლობელები გამოვლინდა. დანარჩენ მონაწილეებს კი წახალისების მიზნით სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203