ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ბავშვთა ასაკი ჯგუფების მიხედვით, ასევე დოკუმენტში გაწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს ჯგუფების დაკომპლექტება:
სასწავლო-სააღზრდელო პროცესში მონაწილე პერსონალთან შეთანხმებით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფებს, ასაკის გათვალისწინებით აღნიშნული წესის შესაბამისად, აკომპლექტებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების უფროსი.
ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება გაერთიანების შინაგანაწესით, ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ბაგის ჯგუფში არაუმეტეს 25 აღსაზრდელისა, ხოლო, ბაღის ჯგუფში, არაუმეტეს 30 აღსაზრდელისა.
„სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტორნული ფორმით, გაერთიანების მიერ განსაზღვრულ ელექტრონულ მისამართზე.
რეგისტრაცია შესაძლებელია შერჩეული საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში ადგილის არსებობის შემთხვევაში (აღსაზრდელთა ზედა ასაკობრივი ჯგუფებში გადაყვანის, ახალი ჯგუფის დამატების ან ბაღის გახსნის ხარჯზე).
რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეული მხოლოდ ერთ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში“, - ნათქვამია ბრძანებაში.