ქვეშეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „ო, ენავ, ჩვენო", ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ეკატერინე ბუქურის ხელმძღვანელობით.
ეკატერინე ბუქური - პედაგოგი: „დედაენის დღეს მივუძღვენით კვირეული, რაშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები: გამოვუშვით კედლის გაზეთი, მოსწავლეებმა გამართეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ქართული ენის სიწმინდისა და სიძველის ისტორია. პატარებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს, აქედან გამომდინარე ტაში და ოვაციები დაიმსახურეს დამსწრეთაგან.
მარინა ქარუმიძე - დირექტორი: „ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურადაა ჩართული სასკოლო ღონისძიებებში და პროექტებში. ამ ეტაპზე აღნიშნული ღონისძიებაც ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. მოსწავლეებმა გამართეს ლამაზი ღონისძიება, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ასეთი ლამაზი საღამოსთვის და კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას დედაენის დღე. “
იხილეთ ფოტოები