დისველის საჯარო სკოლაში სიყვარულით სავსე ღონისძიება ჩატარდა
17-04-2018

14 აპრილის ღონისძიება რომელიც, დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით წარმოაჩინეს, ამ  ტკბილ საუნჯეს დედა ენას ეძღვნება.

წარმოდგენა აღვსილი იყო ცრემლებით, გულის ტკივილით, სიყვარულით, ბავშვების მომაჯადოებელი გამოსვლებით.

ღონისძიებამდე სკოლაში მიმდინარეობდა დედაენის კვირეული, კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი „საუკეთესო მოქართულე“, რომელის  ორი ტურიდან  გამოვლინდნენ გამარჯვებულები მათ მიენიჭათ მიმდინარე სასწავლო წლის „ საუკეთესო მოქართულის “ წოდება (უნდა ყოფილიყო ერთი მაგრამ ჟიურმა ორი მონაწილის- პირველი საფეხურის მოსწავლე გვანცა შაინიძე და მეორე საფეხურის მოსწავლე მარიამ ბერიძის გამოსვლიდან ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება და ორივეს საუკეთესო მოქართულის წოდება მიანიჭა. აქვე გამოვლინდნენ კონკურსის აქტიური მონაწილეები. სალომე შაინიძე; თამთა ბერიძე; მინდა გითხრათ,რომ ბავშვებს მკაფიოდ ესმოდათ თითეული ის სიტყვა და წნეხი,რომელიც ქართულმა ენამ  ომის ქარ-ცეცხლში გამოიარა,სპეციალურად ამ დღისათვის მოიხატა სკოლის კედელი,სადაც შეიტანეს ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ბ.ტ. ედნარ აბულაძემ და მისმა მოწაფეებმა გურამ სურმანიძემ, ირინა შანთაძემ  და ირინა შაინიძემ, შეუძლებელია არ ავღნიშნოთ ამ პროექტის ორგანიზატორების ქ.ბ. თალიკო გორგილაძის და მედეა ჯაფარიძის დაუღალავი შრომა,რომელმაც აქტიურად ჩაუყარა საფუძველი ახალი  ქართული სულის დაბადებას.

„ო ! ენავ ჩვენო დედაო ენავ

ჩვენო წარსულო და ჩვენო რწმენავ

ჩვენო მომავლის დიდო აკვანო

ქართველი ერის სულის მალმო

ეს მოკლე ინტერპრეტაციაა იმ სულის კვეთების ,რომელიც გურჯის გულიდან არის ამონარიდი,მჩქეფარ ტალღებად გადმოზვირთული,ვაზის მტევნებად ამოფეთქილი და ჩვენც ამ ნიადაგის ნაყოფი ვართ ,რომელმაც დაგვრგო ,მოგვასხურა ციდან ჩამოწოლილი ცვარი და უანგაროდ აგვღზარდა ქართველებად,მოგვანიჭა დიდი პატრიოტული სული,მებრძოლი გული და ღვთის სიყვარული.

მშობლიური ქართული ენით აღზრდილი ქალ-ვაჟი ცხოვრების გზას გზას მიიკვლევს როგორც ბობოქარი ნაკდი,ამ დაუშრეტელი ენერგიით ჩვილს ვასწავლით პირველ ნაბიჯების ადგმას,მეტყველებას,უკანმოუხედავად ვუშვებთ ბრძოლის ველძე და ვიბრუნებთ გმირის სახელით,უკიდურეს შემთხვევაში ვტოვებთ კიდეც ქვეყნის სადარაჯოზე.

ავტორი: დისველის საჯარო სკოლა 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203