ოლიმპიადის პირველი ტური იმ მონაწილეებისათვის, რომლების საჭიროებენ სპეციალურ საგამოცდო გარემოს, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფი მონაწილეებისათვის შესაძლებელია ჩატარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესით. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ოლიმპიადის მონაწილე წარუდგენს ცენტრს.
პირმა, რომელსაც სურს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, ცენტრში უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში.
პირველი ტურის ტესტები სწორდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.