საბავშვო ბაღებში აღმზრდელებისა და თანაშემწეთა რაოდენობა შემცირებულია - ერთ წელში სისტემა ორასზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა
05-12-2022
საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, აღსაზრდელთა და აღმზრდელთა მონაცმებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ჯეოსტატის ინფორმაციით 2022/2023 სააღმზრდელო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 1668 საბავშვო ბაღი; 148 658 აღსაზრდელი და 16 991 აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე/ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგი.  აღსანიშნავია, რომ წინა სააღმზრდელო წელთან შედარებით პედაგოგების რაოდენობა 200-ზე მეტით არის შემცირებული. 

აღსანიშავია, რომ საჯარო ბაღების რაოდენობით იმერეთის რეგიონი ლიდერობს, ხოლო აღაზრდელთა რაოდენობით თბილისი. 

2022-2023 სააღმზრდელო წლის სტატისტიკის მიხედვით რეგიონების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

რეგიონები სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რაოდენობა აღსაზრდელები აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე/ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგი 
თბილისი 187 55 987 5 785
აჭარის ა/რ 141 14 222 1 569
გურია  85 3747 585
იმერეთი  307 18 231 2 715
კახეთი  228 11 618 1 384
მცხეთა-მთიანეთი 75 3 272 500
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 46 798 181
სამეგრელო-ზემო სვანეთი 263 11 239 1 342
სამცხე-ჯავახეთი 82 5 481 672
ქვემო ქართლი 122 14 399 1 241
შიდა ქართლი   132 9 664 1 017
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203