მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან სამი მოსწავლე - ალინა მამედოვა (VIII კლასი), გულნარ ალიევა (VIII კლასი) და აისელ ალახვერდიევა (IX კლასი), მონაწილეობდა. სამივე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. მათგან გულნარ ალიევა შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის პირველი ეტაპი 30 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მარნეულის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 2 დეკემბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: