5 დეკემბერს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდება, სადაც განიხილება ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხი;
გარდა ამისა, საბჭო განიხილავს 4 საგანმანათლებლო დაწესებულების - შპს „კერძო საშუალო სკოლა დავითიანი ნინო ჩოხელის“, შპს ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის N1 სასწავლებლის, შპს ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლისა და შპს არეას ავტორიზაციის საკითხს.
განათლების ხარისხის მართვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დასასწრებად ეწვიეთ ბმულს.