„დედაენა ყველა ქართველისთვის ლოცვაა“ - ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს
17-04-2018
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა ცეკვითა და სიმღერით, ლექსებით და სპექტაკლებით გამოხატეს ქართული ენისადმი პატივისცემა.
დამსწრე საზოგადოებამ ისინი ტაშითა და ოვაციით დააჯილდოვა.
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა მადლობას პედაგოგებს: თამთა კილაძეს, ციცო შალვაშვილს, ნინო დარჩიაშვილს, თინათინ ზენაიშვილს და ეკატერინე წილოსანს.