თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედა ენის პარკს ესტუმრნენ
17-04-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედა ენის დღესთან დაკავშირებით დედა ენის პარკს ესტუმრნენ და ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიებაში ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით მესამეკლასელები მონაწილეობდნენ. 

მასწავლებელი მოსწავლეებს 1978 წლის 14 პრილის შესახებ ესაუბრა, გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი და მისი „დედა ენა“, რომელიც დღემდე ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების მთავარ ფესვად რჩება. 

ბავშვებმა გაიხსენეს, რომ წიგნს პირველად თბილისში დაუდგეს ძეგლი და სწორედ ამ ძეგლთან 2016 წელს, ჯერ კიდევ პირველკლასელებმა, დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
 
დასასრულს კი, აღნიშნეს, რომ მათ არა მხოლოდ პატივი უნდა მიაგონ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და უნიკალური დამწერლობის მქონე ქართულ ენას, არამედ გაუფრთხილდნენ და დაიცვან, სათანადოდ დააფასონ დაუყვარდეთ იგი.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203