ტესტირებაზე უნდა დაადასტუროთ ცოდნა და გამოცდილება - განმარტება დირექტორებისთვის
05-12-2022

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ დირექტორების სტანდარტის შესახებ საუბრისას,  განმარტა, თუ რას მოიცავს სკოლის ხელმძღვანელების ტესტირება:

„დირექტორების ტესტირება წლის ბოლომდე ჩატარდება, ფიზიკურ რეჟიმში, სადაც სერტიფიცირების ფარგლებში დაწერთ ტესტს; უნდა დაადასტუროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, აქ მიღებული დადებითი შეფასება კი უკვე იქნება შესაძლებლობა, მომდევნო წელს გახვიდეთ გასაუბრებაზე.

ორი ეტაპის გავლის შედეგად მოგეცემათ სერტიფიკატი და ეს მოგცემთ შესაძლებლობას, სკოლაში დირექტორობის კანდიდატად განიხილებოდეთ; სერტიფიკატი 7 წლის განმავლობაში გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203