თვითშეფასების ანალიზი, მტკიცებულებათა სახეები... - ტრენინგის ახალი ციკლის ფარგლებში ზოგადი განათლების ექსპერტები გადამზადდებიან
11-12-2022
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით, ტრენინგების ციკლი დაიწყო -  ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ტრენინგებს წინ უძღოდა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი.

დაწყებული ტრენინგის ციკლის მიზნებია ექსპერტთა მომზადება ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად, განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. ის მოიცავს ექსპერტული საქმიანობის განსახორციელებლად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თვითშეფასების ანალიზი, მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვება, ინტერვიურების ტექნიკა, ექსპერტთა პროფესიული ეთიკის საკითხები, არგუმენტირებული დასკვნის წერა, დაწესებულებისათვის განმავითარებელი რეკომენდაციების შეთავაზება.

ტრენინგები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება და რეალური ქეისების განხილვას მოიცავს“, - ნათqვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203