სერტიფიცირებისთვის მოწვეული ექსპერტების ანაზღაურებისა და შერჩევის წესი განისაზღვრა
მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესი და ანაზღაურების პირობები განისაზღვრა.დოკუმენტის თანახმად, მოწვეული ექსპერტია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი.
მოწვეულ ექსპერტთა საქმიანობის ანაზღაურება ხდება ამ წესის შესაბამისად, მასთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და პირობები
„მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ. სააგენტოს მიერ შერჩევა ცხადდება ყოველ 6 თვეში ერთხელ. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია, დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისგან. მოწვეულ ექსპერტის, რომელიც მონაწილეობს მეზღვაურთა ზეპირი გამოცდის პროცესში, დღიური ანაზღაურება შეადგენს 100 ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე.