საქმისმწარმოებლის მოვალეობები - რა განათლებასა და უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეთ აღნიშნულ თანამდებობაზე?
სკოლის საქმისმწარმოებელი არის პირი, რომელსაც შემოსული დოკუმენტების აღრიცხვა, ასევე ოფიციალური ინფორმაციის გაცემა და პერსონალური მონაცემების დაცვა აკისრია.
საქმისმწარმოებლად დასაქმების მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებსაც.
etaloni.ge დაინტერესდა, რას ითხოვენ სკოლები საქმისმწარმოებლებისგან, რა მოვალეობები აქვთ მათ აღნიშნულ თანამდებობაზე და რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდნენ ისინი. როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დასაქმების ვებგვერდიდან ირკვევა, საქმისმწარმოებლის მოვალეობებია:
- უზრუნველყოს საქმისწარმოების გამართულად მუშაობა;
- აწარმოოს სასკოლო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეგისტრაცია;
- აწარმოოს მოსწავლეთა ანბანური წიგნის ელექტრონული ვერსია;
- გააკონტროლოს მოსწავლეთა მოძრაობა;
- უზრუნველყოს სკოლის არქივის დაცვა და მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის გაცემა;
- უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;
- მიიღოს შემოსული კორესპონდენცია, დაამუშაოს და დაარეგისტრიროს იგი;
- უზრუნველყოს შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ადრესატისთვის მისი წარდგენა;
- უზრუნველყოს დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, დაბეჭდვა და ასლის გადაღება;
- უზრუნველყოს მასწავლებელთა და თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება და გააკონტროლოს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება;
- უზრუნველყოს სკოლის დირექტორის ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებებისა და გასაგზავნი წერილების პროექტების მომზადება;
- კონტროლი გაუწიოს დირექტორის ბრძანების, განკარგულებისა და დავალების ადრესატებამდე მიტანას;
- უზრუნველყოს email.mes.gov.ge ფოსტაზე წერილების მიღება და პასუხის გაცემა.
- კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სკოლის დირექტორის სხვა დავალებები.
- შეასრულოს საჯარო სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
- იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
- შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
- აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;
- დაიცვას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად მისთვის ცნობილი თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები;
საქმისმწარმოებლის პოზიციაზე დასაქმების მსურველთათვის ძირითადი მოთხოვნებია:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook. PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა eFlow - ის და სკოლის ბაზების eSchool-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.