აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, მოსწავლეებს საახალწლო დეკორაციების შეძენა მოსთხოვოს?
12-12-2022

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სკოლებში სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა. მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად, ცდილობენ, საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთონ.

საახალწლო დეკორაციების არჩევანი დიდია: ნაძვისხე და მისი მოსართავები, სანათები, ფანჯრის, კედლისა და კარის წებოვანი გასაფორმებლები, დეკორატიული ბუხრები და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ ყველაფერს შესაბამისი თანხა სჭირდება.

აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, მოსწავლეებს საახალწლო დეკორაციების შეძენა მოსთხოვოს?

„ზოგადი განათლების შესახებ“ დოკუმენტის თანახმად, პედაგოგის ინიციატივით კლასში ფულის აგროვება იკრძალება, რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს ის. ასევე დაუშვებელია, მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს მოსთხოვოს ისეთი რამ, რასაც თანხა სჭირდება. მაგალითად: ნაძვის ხის შეძენა, ფასიანი მოსართავები და სხვა.

ფინანსური ვალდებულებების ნაცვლად პედაგოგს შეუძლია, მოსწავლეებს საახალწლო დეკორაციები თავად დაამზადებინოს. თუ ბავშვებს სურთ, რომ მათი საკლასო ოთახი მხოლოდ ხელნაკეთი აქსესუარებით არ იყოს მორთული და სკოლაში ფასიან დეკორაციებს მიიტანენ, დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ მათ თავიანთი ნივთები სახლში უნდა წაიღონ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასწავლებელმა მოსწავლეებისგან  საახალწლო ნივთების შეძენა არ უნდა მოითხოვოს. ასევე დაუშვებელია, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების მიერ სკოლაში მიტანილი ნივთების პირადი ინტერესებისთვის გამოყენება.

იხილეთ ასევე: საახალწლო დეკორაციები, რომელთა გაკეთებაც მოსწავლეებთან ერთად შეგიძლიათ - ფოტოები და ვიდეოინსტრუქცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203