საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტული „ეტალონისგან“ - გოგი მეშველიანს სპეციალური დიპლომი გადაეცა
06-12-2022

„ეტალონის“ საგანმანათლებლო პროექტი თითქმის ორი ათეული წლია ურყევად დგას მომავალი თაობების განვითარების სადარაჯოზე, ჰყავს ათასობით გულშემატკივარი და ორმაგად სასიხარულოა, რომ მისი მნიშვნელობა ზუსტად იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, მით უმეტეს, სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები არაფორმალური განათლების მიმართულების გაძლიერებაზე.

„ეტალონის“ მიღწევებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული პროექტის სულისჩამდგმელს, გოჩა ტყეშელაშვილს ის ადამიანები ნამდვილად არ დავიწყებია, ვინც წლებია პროექტს გულშემატკივრობს და ემეგობრება.

ახლახან, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს გოგი მეშველიანს „ეტალონისგან“ 2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტული და სპეციალური დიპლომი გადაეცა, მხარდაჭერისა და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია, 2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტულის მინიჭება ისეთი მნიშვნელობის ეროვნული სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებისგან როგორიც „ეტალონია“. ყოველთვის მზად ვარ შესაძლებლობების ფარგლებში თანადგომა გამოვხატო ისეთი პროექტების მიმართ, რაც მიმართულია ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისა და წარმოჩენისკენ. მადლობა პროექტ „ეტალონის“ ხელმძღვანელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203