„ენა გალობის, სიყვარულის ამოსათქმელი“ - ახალციხის N3 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
18-04-2018
ახალციხის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში შეეჯიბრნენ. 

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

დედა ენის დღესთან დაკავშირებით სკოლის თითოეულ კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

კვირეულის დასასრულს კი მოსწავლეებმა ღონისძიება - „ენა გალობის, სიყვარულის ამოსათქმელი„ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს და ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირება შეძლეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203