მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
18-04-2018
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. დედა ენის კვირეულის ფარგლებში მათემატიკის კათედრამ, ნინო წაქაძის ხელმძღვანელობით, ქართულ ენას ღონისძიება - ,,ქართული ანბანი და მათემატიკა“ მიუძღვნა. ღონისძიების დევიზი იყო - ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“.
ღონისძიებაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელები ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მათ ქართული ანბანის თითოეული ასო-ბგერის რიცხვითი მნიშვნელობა უნდა გამოეცნოთ. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კვირეულში ჩაერთვნენ საბუნებისმეტყველო კათედრის წარმომადგენლები, ნანა კოხრეიძის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა ანბანის რიგის მიხედვით გამოჩენილ მეცნიერებზე პრეზენტაცია გააკეთეს.
კვირეული მოსწავლეებმა ქველმოქმედებით დაასრულეს. მოსწავლეთა ინიციატივით მოსწავლეებმა „ჰუმანიტარული კავშირი ზესტაფონის კათარზისში“ მყოფ ბენეფიციალებს კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.