მასწავლებლებისთვის სპეციალური ტრენინგმოდული შემუშავდა 
06-12-2022
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში STEM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად 10 საპილოტე სკოლა შეარჩია. სკოლებს შესაბამისი სასაჩუქრე ნაკრები და პროექტების კომპლექტები გადაეცათ.

პროექტში ჩართული 32-ე საჯარო სკოლის 6 მასწავლებელი და 15 მოსწავლე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებულ, STEM მიმართულების კლუბ „ჩხირკედელა“-ს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, "ჩხირკედელას" ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა STEM მოდელების შექმნაზე იმუშავეს. ხოლო პროექტის მონაწილე მასწავლებლებისთვის შემუშავდა სპეციალური ტრენინგმოდული, რომლის ფარგლებშიც მათთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები და სხვადასხვა სამუშაო ვიზიტები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში STEM მიმართულების კლუბების მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბითაა დაგეგმილი. პროგრამა მიზნად ისახავს სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კეთებით სწავლების ხელშეწყობასა და STEM მიმართულების პოპულარიზაციას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203