ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის მარშრუტები და მოძრაობის განრიგი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მოსახლეობის რამდენიმე კატეგორია, ვინც შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს.
დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას ცალკეული კატეგორიებისათვის შეღავათიანი ტარიფები შემდეგი სახით:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება;
გ) ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;
დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;
ე) 0-6 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;
ვ) სკოლის მოსწავლეებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;
ზ) სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;
თ) საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო.