კიზილქილისას საჯარო სკოლის მოსწავლე პირველმა ლედიმ დააჯილდოვა
18-04-2018
კიზილქილისას საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ალახვერან გასუმოვი, საქართველოს პირველმა ლედიმ დააჯილდოვა.
მოსწავლე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ გამარჯვებულ სხვა ახალგაზრდებთან ერთად დაჯილდოვდა.
ალახვერან გასუმოვს საჩუქრად სიგელი და მობილური ტელეფონი გადასცეს.
კიზილქილისას საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.