საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა
06-12-2022
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სახელმძღვანელო


დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დაინტერესებული მხარეებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანიშნულების, მიზნების, სტრუქტურისა და შინაარსის გაცნობას და მის ეფექტურ ინსტრუმენტად გამოყენებას. აღნიშნულ დოკუმენტს, შინაარსიდან გამომდინარე, სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო არის ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს კვალიფიკაციების სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა და კოორდინირების,  აგრეთვე  კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203