დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - დმანისის N2 სკოლაში კონკურსები ჩატარდა
18-04-2018
დმანისის N2 საჯარო სკოლაში,  მიმდინარე წლის 11–15 აპრილს, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. კვირეულის  ფარგლებში  შემდეგი ღონისძიებები მოეწყო:

კალიგრაფიის კონკურსი - პედაგოგები ქეთინო ნამორაძე და მადლენა ბიძინაშვილი; ხატვის კონკურსი ,,ჩემი საყვარელი სცენა ვეფხისტყაოსნიდან" - პედაგოგი ტარანა გაჯიევა; პოეზიის საღამო ,,ჩემი საყვარელი ლექსი" - პედაგოგი ანეტა ასლამაზაშვილი; გამოფენა ,,დიდებული ქართველების" გახსნა - პედაგოგი ნონა აფრასიძე; ესსე ,,სახელმწიფო ენის ცოდნის საჭიროება" (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) - პედაგოგი ანა ავალიშვილი. 

კვირეულის ფარგლებში, აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ.

სკოლის დირექციის ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და დაინტერესებას.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203