,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის გზავნილს იგოეთის საჯარო სკოლა შეუერთდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის I და II კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს თავისი წილი სითბო და სიყვარული მიუძღვნეს.
პატარებმა მუყაოსგან ფერადი წინდები გამოჭრეს და კედლის გაზეთი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გააკეთეს.
„21 მარტი არის ადამიანთა შორის ყველაზე უწყინარი, ყველაზე გულწრფელი, ყოველგვარი ბოროტების, ტყუილის, მტრობის მიღმა მდგარი, მხოლოდ სიყვარულის გასაცემად და მისაღებად მოვლენილი ხალხის დღე“,- ფიქრობენ სკოლის მოსწავლეები.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები