კართუბნის საჯარო სკოლაში გაკვეთილი ღია სივრცეში ჩატარდა
18-04-2018
კართუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ღია სივრცეში, სკოლის წინ ჩატარდა. 

ღონისძიებაში მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნოთ გმირები, რომლებიც დაიღუპნენ 9 აპრილს და აფხაზეთის ომში. 

მოსწავლეებმა დახატეს საქართველოს რუკა, შემოავლეს სიმბოლური ცოცხალი ჯაჭვი, გაიხსენეს 9 აპრილისა და აფხაზეთის ომის გამომწვევი მიზეზები, შედეგები. გაიხსენეს ასევე კართუბნის სოფლის გმირები. მათი ხსოვნისადმი პატივსაცემად კი გაუშვეს ფრანები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203