რუსთავის N9 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის თანამშრომელ ქალბატონებს ხელნაკეთი მისალოცი ბარათები გადასცეს
18-04-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში ქალთა და დედის დღეს გასვლითი ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიება სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების დალი ბრაჭველისა და ნინო მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით და რუსთავის შოთა რუსთაველის ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, ჩაატარეს.

გაიმართა პოეზიის საღამო, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის აღსაზრდელებმა ბიბლიოთეკის თანამშრომელ ქალბატონებს ხელნაკეთი მისალოცი ბარათები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203