განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება - მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს
08-12-2022

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისა” და „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამების თანამშრომლობის ფარგლებში 9 დეკემბერს, 16:00 საათზე მშობლებისთვის ინტერაქციული ვებინარი გაიმართება თემაზე - „რა უნდა იცოდეს მშობელმა შვილის სასკოლო შეფასების შესახებ“.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:  მოსწავლის შეფასება - ცოდნის სამი კატეგორია; საგნობრივი სტანდარტი; განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები; აკადემიური მიღწევის დონეები; შეფასების კომპონენტები.

ვებინარის მოწვეული სტუმარი იქნება განათლების დარგის ტრენერი - მანანა ჯინჭარაძე, ვებინარის ფასილიტატორი: ინკლუზიური განათლების სპეციალისტი - ნინო ნიკოლეიშვილი.

ვებინარი გაიმართება დისტანციური პლატფორმის, TEAMS-ის საშუალებით. დასასწრებად გამოიყენეთ ბმული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203