„ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად“ - გუდაურის საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
18-04-2018
გუდაურის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედა ენის დღე ზეიმით აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და სპექტაკლი დადგეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამწუხაროდ სკოლას არ აქვს დარბაზი და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსწავლეებს პატარა საკლასო ოთახში უწევთ.

საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი ვიქტორინა ჩატარდა თემაზე -„ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად“.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203