საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაზე რეგისტრაცია 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
უწყების განმარტებით, „მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა 2022 წლის 08 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით“
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები)
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე:
https://directors.mes.gov.ge აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.
2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://directors.mes.gov.geდირექტორობის მსურველებს საშუალება აქვთ, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე –
directors@emis.ge.