ინსტრუქცია პედაგოგებისთვის - როგორ აღადგინოთ ელ.ჟურალში პაროლი და გაიგოთ მომხმარებლის სახელი
როგორ გაიგოს მასწავლებელმა ელექტრონულ ჟურნალში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი და როგორ აღადგინოს პაროლი? - აღნიშნულ კითხვაზე განმარტებას პედაგოგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სთავაზობს.
ელ. ჟურნალში შესვლა მასწავლებელს საკუთარი Microsoft 365- ის მომხმარებლის მონაცემებით შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს არ ახსოვს საკუთარი მომხმარებლის სახელი ან პაროლი, მისი აღდგენა შეუძლია პორტალზე: reset.emis.ge
რაც შეეხება ელექტრონული ჟურნალისა და Microsoft 365-ის პაროლის აღდგენის, ამისთვის რამდენიმე ვერსია არსებობს:
· ელ. ჟურნალის მთავარ გვერდზე დააჭირეთ პაროლის აღდგენის ღილაკს და მიჰყევით ინსტრუქციას;
· Microsoft 365-ის პაროლის აღდგენა (https://bit.ly/2YW66Xm) აირჩიე ღილაკი „პაროლის აღდგენა“. შემდეგ ჩაწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და აირჩიეთ ღილაკი ,,აღდგენა“, რამდენიმე წამში დასტურის კოდი მოგივათ მითითებულ ნომერზე, რომელსაც ჩაწერთ ერთჯერადი კოდის ველში და აირჩევთ ღილაკს „აღდგენა“, ამის შემდეგ მოგთხოვთ ახალი პაროლის დაყენებას. ორივე ველში ჩაწერთ ახალ პაროლს, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან, დიდი, პატარა ასოებისაგან და ციფრებისგან.