განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დირექტორთა სასერტფიკაციო გამოცდებში გადახდილი თანხის დაბრუნებისთვის განაცხადის ვადები გახანგრძლივდა.
როგორც სისტემაში აცხადებენ, თანხის დაბრუნების შესახებ განაცხადის გასაკეთებლად ვადა 16 დეკემბრის ჩათვლით აქვთ აპლიკანტებს, აღნიშნულის მიზეზი კი სარეგისტრაციო პერიოდის გადაწევა გახდა. შესაბამისად, თუ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრირებულ პირს აღარ სურს კონკურსში მონაწილეობა, მან
2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.
იხილეთ:
დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა - დეტალები