„საქმე სიტყვიანი, სიტყვა საქმიანი“ - წიგნის კითხვის პოპულარიზაცია პირველი მაისის სკოლაში
18-04-2018
„საქმე სიტყვიანი, სიტყვა საქმიანი“ - ასეთი სახელწოდების ღონისძიება ჩატარდა პირველი მაისის საჯარო სკოლაში. ღონისძიებაში მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და ქართული ენის დაცვა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა იგავ- არაკებს ანდაზები შეუსაბამეს. ასევე, წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“.
ღონისძიებაზე პროექტორით სულხან-საბა ორბელიანის განვლილი ცხოვრება აჩვენეს.
სკოლის ბიბლიოთეკა ბავშვებს შემეცნებით და ინტელექტუალურ თამაშებს მომავალშიც ჰპირდება.