ვირუსების გამო სკოლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია არ ეძლევათ
09-12-2022

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო დაწესებულებებში სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაციის აუცილებლობა არ დგას:

„ეს არის ხანმოკლე პერიოდი. სეზონური გრიპის გავრცელებას არ აქვს ხანგრძლივი პერიოდი. სულ რამდენიმე კვირაზეა საუბარი. საუკეთესო პრევენცია სკოლის გარემოში არის ის, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე და თავს არ გრძნობს კარგად, არ უნდა წავიდეს სკოლაში და გაკვეთილს არ უნდა დაესწროს. მოგვარდება ეს სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ბავშვები არ ჩამორჩებიან. ყოველთვის იყო ეს პრობლემა კოვიდამდეც და ახლაც მსგავსი სიტუაციაა. არაფერია განსხვავებული. პერიოდი იქნება ხანმოკლე, ჩვენი მოლოდინი ასეთია და გამოცდილებაც წლების განმავლობაში ამას უჩვენებს. ვფიქრობ, რომ სწრაფად დაბრუნდებიან იმავე რეჟიმზე, რა რეჟიმიც ჩვეულებრივ სკოლებში მიმდინარეობს. ამის რაიმე განსაკუთრებული რეჟიმის რეკომენდაციას ნამდვილად არ ვიძლევით, რადგან ამ ვირუსების ჩვეულებრივზე მაღალი გავრცელება, ამ ეტაპზე არ არის“.

წყარო - ipn

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203