თითქმის ორი ათეული წელია „ეტალონი“, მის სულისჩამდგმელსა და ერთგულ გუნდთან ერთად, დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე; ამ დროის განმავლობაში, ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა და მისმა პროექტებმა ათასობით მეგობარი თუ თანამოაზრე შეიძინა და ორმაგად სასიხარულოა, რომ მათ შორის არიან არა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, არამედ პოლიტიკოსებიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელს არასოდეს ავიწყდება ის ადამიანები, ვინც წლებია მხარს უჭერს;
ამის დასტური კი ისაა, რომ ბატონმა გოჩამ ახლახან დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტულით დააჯილდოვა და შესაბამისი დიპლომიც პირადად გადასცა თანამოაზრეობისთვის.