გურჯაანის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე გამოქვეყნდა, სადაც განსაზღვრულია მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა. დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახი, მე-4 და შემდეგ შვილებზე მიიღებს 100 ლარიან სუბსიდიას განცხადების მიმართვის თვიდან.
„ქვეპროგრამის მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი შვილი. დახმარება გაიცემა მე-4 და ყოველ შემდეგ ბავშვზე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მიმართვის თვიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვზე დახმარება ოჯახს შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დახმარებით ვერ ისარგებლებს ოჯახი, თუ ბავშვი/ბავშვები იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.