თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უსაფრთხოების წესები ისწავლეს
18-04-2018

თბილისის N103 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებს მანდატურმა დიანა ნავასარდოვმა გაკვეთილი - ,,უსაფრთხო  სკოლა“ ჩაუტარა. 

IIIბ კლასის ხელმძღვანელი ლალი თეთრაძეა. 

მანდატურმა მოსწავლეებს გააცნო სკოლაში, ქუჩაში, საზოგადოებრივ ადგილებში ქცევისა  და უსაფრთხოების წესები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს თავდაცვის უნარ-ჩვევებს განუვითარებს. 

დიანა  ნავასარდოვმა სკოლის აღსაზრდელებს ასევე ანიმაციური ფილმი აჩვენა, შუქნიშნის დანიშნულების შესახებ ესაუბრა და აუხსნა როდის  და როგორ უნდა ისარგებლონ ზებრა, მიწისზედა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებით. 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი აქტუალური და საინტერესო იყო, ამიტომ მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ მასში. 

მეორე  დღეს კი მოზარდებმა  ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და თემატური ჩანახატებისა  და ჩანაწერების პრეზენტაცია მოაწყვეს.

სკოლის დირექცია მანდატურს საინტერესო გაკვეთილისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203