ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ქართული ანბანისა და დედა ენის დღის წარმოშობის ისტორიაზე ისაუბრეს
მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“.
სკოლის მოსწავლეებმა ქართული ანბანისა და დედა ენის დღის წარმოშობის ისტორიის შესახებ და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის გმირები გააცოცხლეს, წაიკითხეს დედა ენაზე დაწერილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრებიც წარუდგინეს მაყურებელს.
ღონისძიებას დაწყებითი კლასის პედაგოგი ციცინო ჭელიძე ხელმძღვანელობდა.
ზეიმს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები