გიორგი ლომაძის სახელობის ლესის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკარის თინიკო სარჯველაძის ინიციატივით სახალისო ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინაში მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გუნდები კარგად იყვნენ მომზადებულები და კითხვებზეც სხარტად სცემდნენ პასუხს. თუმცა გამარჯვება ყველაზე პატარებს - მეხუთეკლასელ გოგონათა გუნდს ერგო.
მეხუთეკლასელების დამრიგებელი ალექსანდრე დარჩიაა.
სკოლა გოგონებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. იხილეთ ფოტოები