ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის სპორტული წარმატებები
18-04-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა ფეხბურთისა და კალათბურთის შეჯიბრებებში მონაწილეობდა. 

ფეხბურთის ჩემპიონატი სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში მიმდინარეობდა, სადაც ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლამ პირველობა არავის დაუთმო. 

დაძაბული თამაშების შემდეგ ფინალში ერთმანეთს ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის სკოლები დაუპირისპირდნენ. 

მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ნიკა კვაჭაძის დუბლს ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლამ საბა ცანავისა და საბა ჩხაიძის გოლებით უპასუხა. გამარჯვებული დამატებით დროში, თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. 

მეორე და მესამე ადგილები სასულიერო გიმნაზიისა და ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის გუნდებმა გაინაწილეს. 

ფინალური მატჩის შემდეგ პატარა ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

საუკეთესო მეკარე - ტარიელ ხუტაშვილი 
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - საბა ცანავა  

გუნდები საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სპორტული ცენტრის დირექტორმა გოჩა ლომაძემ სიგელებით, მედლებით და თასებით დააჯილდოვეს. 

თანასკოლელ ბიჭებს არ ჩამოუვარდნენ კალათბურთელი გოგონები, რომლებმაც კალათბურთის ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს. 

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდებსა და მათ პედაგოგებს.
  
იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203